ქარ
Eng

სიახლეები

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი, 7-8 დეკემბერი, 2016

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 ფორუმი, რომელიც 2007 წლიდან ტრადიციულად ტარდება ქ. თბილისში, წარმოადგენს მნიშვნელოვან ღონისძიებას, ეფუძნება ადგილობრივ და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებას და ურთიერთობის გაღრმავებას. ფორუმის ორგანიზატორები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები. ყოველწლურად, ღონისძიება უფრო პოპულარული ხდება, რაც გამოიხატება ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილეთა რაოდენობის ზრდით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს, საქმიანი კავშირების გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, წლევანდელი ფორუმის მთავარ საკითხს წარმოადგენს ქალაქის მდგრადი განვითარება და ქ. თბილისის ,,გონიერ ქალაქად“ გარდაქმნის წახალისება. აღნიშნული საკითხების, განხილვის საუკეთესო შესაძლებლობას სწორედ ადგილბორივი ეკონომიკური განვითარების მე-9 ფორუმი ქმნის, რომლის წარმატება განპირობებულია საქმიანი შეხვედრების, დიალოგების და თემატური განხილვების ორგანიზებით.

წინამორბედი ეკონომიკური ფორუმების მსგავსად, წლევანდელი პლატფორმის ლაიტმოტივი თანხვედრაში იქნება თანამედროვეობის მოთხოვნებთან, გამოავლენს ინოვაციური განვითარების ახალ შესაძლებლობებს და საფუძველს ჩაუყრის ამბიციური პროექტების განხორციელებას. აღნიშნულის უპირველეს/უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ჩვენი ქალაქები გახდნენ საცხოვრებლად უფრო მიმზიდველები და მაქსიმალურად გამოიყენონ XXI საუკუნის ტექნოლოგიების შესაძლებლობები.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ნოემბერი, 2016 წელი

 

ღონისძიების ჩატარების ადგილი:

სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი“

შოთა რუსთაველის გამზ N29, 0108, თბილისი, საქართველო. 

 

რეგისტრაცია

25 ოქტომბერი 2016