ქარ
Eng

სიახლეები

პედრო ორტიზი - მსოფილიო ბანკის ურბანისტი მონაწილეობას მიიღებს მე-9 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმში.

პედრო ორტიზი

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი მეტროპოლური მიწების ექსპლუატაციის ინტეგრაციის საკითხებში. ჯერ კიდევ, მადრიდის მერის  მოადგილის  და მეტროპოლური დაგეგმარების  დირექტორის პოსტზე ყოფნისას, დიდი წვლილი შეიტანა ესპანეთის დედაქალაქის სწრაფი განვითარების პროცესში.

ურბანული დაგეგმარების კუთხით, მისი ბიგრაფია მრავალფეროვანია: მადრიდის არქიტექტორთა საბჭოს დირექტორის მოადგილე; ურბანული განახლების ინსტიტუტის დირექტორი; მეფე ხუან კარლოს სახელობის უნივერსიტეტში ქალაქის დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამის დამფუძნებელი; დაგეგმარების და საკონსულტაციო ფირმის  Arop&As-ს პარტნიორი, კონსულტაციას უწევდა, როგორც ნავარას და მურსიას რეგიონული მთავრობებს, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ქალაქებს და რეგიონებს. თანამშრომლობს საინჟინრო და დეველოპერულ კომპანიებთან: Intevia, SA, Institute of Transport Engineering and Roads, the Centro Superior de Arquitectura, Camuñas Foundation.

ამჟამად, პედრო ორტიზი არის მსოფლიო ბანკის უფროსი ურბანისტი, ვოშინგტონში.

11 ნოემბერი 2016