ქარ
Eng

სიახლეები

ტოდ ლიტმანი - დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის Victoria Transport Policy Institute-ის დამაარსებელი მონაწილეობას მიიღებს მე-9 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმში.

1995 წლიდან ტოდ ლიტმანი არის დამოუკიდებელი  კვლევითი ორგანიზაციის Victoria Transport Policy Institute-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მუშაობს ტრანსპორტის და ინოვაციების მიმართულებით. მის ნაშრომებს მნიშვნელოვანი წილი შექავს ტრანსპორტის განვითარების სფეროში, შეფასების მეთოდოლოგიაში, ხოლო მისი სპეციალიზირებული ტექნიკური კონცეფციები ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის.

ტოდ ლიტმანის ავტორობით შეიქმნა ონლაინ TDM (Transportation Demand Management) ენციკლოპედია. ეს არის მობილობის მართვის სტრატეგიის იდენტიფიკაციის, შეფასების, ღირებულების და სარგებლის ანალიზის  მრავალმხრივი ინტერნეტ რესურსი. სწორედ მისი პროფესიონალიზმიდან და მრავალმხრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, ლიტმანი ხშირი სტუმარია ფართომასშტაბიანი კონფერენციებისა თუ სამუშაო შეხვედრების. მისი პრეზენტაციები  ტექნიკური, თუ პრაქტიკული კუთხით, მართლაც რომ შთამბეჭდავია.

ამჟამად, ის აქტიურად თანამშრომლობს რამოდენიმე პროფესიონალურ ორგანიზაციებთან: Transportation Engineers (ITE) და  Transportation Research Board.

10 ნოემბერი 2016