ქარ
Eng

სიახლეები

კატია სჩეჩტნერი - ექსპერტი ურბანული მობილურობის მიმართულებით, მონაწილეობას მიიღებს მე-9 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმში

2004 წელს, კატია სჩეჩტერი ხელმძღვანელობით, ავსტრიის ტექნოლოგიების ინსტიტუტში, ტრანსპორტის სტიმულირების და გადატვირთულობის დინამიკის კვლევის მიმართულებით დაარსა კვლევითი ჯგუფი, რომელსაც 2012 წლამდე ხელმძღვანელობდა. როგორც კონსულტანტი და მრჩეველი, კატია  სჩეჩტნერი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის კვლევით ინსტიტუებთან და ევროკომისიასთან, ლექციების კურს კითხილობს შეერთებული შტატების, ავსტრიის და ჩინეთის უნივერსიტეტებში. მისი ნაშრომები  პერმანენტულად ფართო ტირაჟით იბეჭდება, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია Urban Data and Accountability Technologies.

კატია სჩეჩტნერის საქმიანობის სფერო ფართო სპექტრს მოიცავს: ექსპერტი ურბანული მობილურობის მიმართულებით, Smart Cities-ის ჯგუფის წევრი, თანამშრომლობს MIT Media ლაბორატორიასთან და აზიური განვითარების ბანკთან მანილაში, ფილიპინები. მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ვენის გამოყენებითი მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტებში.

08 ნოემბერი 2016