20 ივლისი, 2026
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე დისკუსია „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გაიმართა
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე დისკუსია „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.
ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, Aqualia-ს რეგიონული დირექტორიხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, GGU ჯგუფის და ჯივიპის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრაციაზე ეკონომიკურ პოლიტიკაში, სატარიფო პოლიტიკაზე, ასევე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - ELT Group; Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი
სხვა სიახლეები
06 მაისი, 2026
ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი მიდგომა და ახალი შესაძლებლობები | საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია გაიმართა
სრულად ნახვა →
06 მაისი, 2026
ეკონომიკური ფორუმის 2026 წლის დისკუსიათა სერია პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა
სრულად ნახვა →
06 მაისი, 2026
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები | ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსია გაიმართა
სრულად ნახვა →