ქარ
Eng

სიახლეები

Economic Power of Cities

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან, ტრადიციულად თბილისში იმართება. თბილისი, ყოველწლიურად მასპინძლობს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი ეს არის მოწინავე იდეებისა და ქმედითი გადაწყვეტილებების სინთეზი - ეფექტიანი მართვის მექანიზმების შემუშავების თავისუფალი სივრცე.
სივრცე, საიდანაც სათავეს იღებს არსებულ გამოწვევებზე საპასუხო მოქმედებების ერთიანი, თანმიმდევრული სისტემა, რომელიც, ამასთანავე ქმნის ქმედით, თანამედროვე ტენდეციებზე მორგებულ დღის წესრიგს. ეს არის ცოდნის, გამოცდილების და იდეების გაცვლის უნიკალური შესაძლებლობა.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის პარტნიორებს. დღეს, სწორედ მათი დახმარებით და მხარდაჭერით ფორუმი იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობას.

15 აპრილი 2019