განვითარებული, მოწინავე ქალაქის მთავარ წინაპირობას ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აქტიურად მუშაობს ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნაზე, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების გზით.
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ამოცანებია: თბილისის ეკონომიკური პოტენციალის იდენტიფიცირება, საინვესტიციო აქტივობების მხარდაჭერა; თბილისის ეკონომიკური პოტენციალის პოზიციონირება და წარმოჩენა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
სამსახურის ფუნქციებია ბიზნესის განვითარება და ინოვაციური მიდგომების დამკვიდრების ხელშეწყობა; სამსახურის ფუნქციების შესაბამისი სტატისტიკური საინფორმაციო ბაზის ფორმირება; კვლევების, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების შემუშავება, მათი განხორციელება და ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადება; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
სწორედ ზემოთ აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური 2007 წლიდან უწევს ორგანიზებას თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალაქის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
ვახტანგ ლომჯარია- ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი