ქარ
Eng

LED ფორუმის ისტორია

A+
A-

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან, ტრადიციულად თბილისში იმართება. დედაქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს.  

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი არის მოწინავე იდეებისა და ქმედითი გადაწყვეტილებების სინთეზი - ეფექტიანი მართვის მექანიზმების შემუშავების თავისუფალი სივრცე, რაც ქმნის ცოდნის, გამოცდილების და იდეების გაცვლის უნიკალურ შესაძლებლობას.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის პარტნიორებს. დღეს, სწორედ მათი დახმარებით და მხარდაჭერით ფორუმი იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობას.