უცხოელი სპიკერები
|
|
ფედერიკო ფიორეტო კომპანია „ExSulting“- ის გენერალური დირექტორი, ბიზნეს ანალიტიკისა და მდგრადი სტრატეგიული განვითარების სფეროში ბ-ნი ფიორეტო არის საერთაშორისო დონის სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი ლიდერობის, მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით. კონფლიქტების ტრანსფორმაციის და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, მან შექმნა CASE® Method. ორგანიზაციის მდგრადობის ხარისხის შეფასებისთვის, მან შეიმუშავა Embedded Sustainability Index®. 2018 წლიდან, ბ-ნი ფიორეტო თანამშრომლობს ბელგიურ კომპანიასთან C-lever.org, რომელიც სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკურ/ადმინისტრაციული განვითარების კუთხით ახორციელებს საერთაშორისო დონის პროექტებს. 2017 წლიდან, ბ-ნი ფიორეტო არის ევროპარლამენტის მრჩეველი ლიდერობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხებში. 2014-2015 წელს, აფრიკის მომავალი ახალგაზრდა ლიდერების მომზადების მიზნით, YALI - ის (ახალგაზრდა აფრიკელი ლიდერების ინიციატივა) პროგრამის ფარგლებში, იგი იყო ერთ-ერთი იმ ორ ევროპელ სპეციალისტს შორის, რომელიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ შეირჩა. ბ-ნი ფიორეტო არის სხვადასხვა საერთაშორისო მეცნიერთა საზოგადოების წევრი; ჰოლანდიური საინფორმაციო და ანალიტიკური ორგანიზაციის Elsevier-ის რეცენზენტი. მისი ავტორობით რეგულარულად ქვეყნდება სტატიები ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით. მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობენ წიგნები: "Sustainable Leadership“, "It’s Good Business to do Good with Business” და სხვა. |
|
როლანდ რამუში აღმასრულებელი დირექტორი მყარი ნარჩენების დარგში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2018 წლიდან, ბ-ნი რამუში იკავებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტის პოზიციას მყარი ნარჩენების მართვის, კონცეფცია „მწვანე ქალაქის“ და მდგრადი ინფრასტრუქტურული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, მისი ბიოგრაფია ითვლის 15 წლიან გამოცდილებას სხვადასხვა დარგში, კერძოდ: ნარჩენების ინტეგრირებული მდგრადი მართვის დაგეგმარება, ნარჩენების მართვის სისტემების მდგრადობის შეფასება, ელ-ნარჩენები, ხომალდების უტილიზაცია, ქვეყნების გარდამავალი ეკონომიკის და დაბალი შემოსავლების გათვალისწინებით, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვა და ნარჩენების მართვის შესაძლებლობების განვითარება. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხება არაფორმალური გადამუშავების სექტორის წვლილის შეფასების მეთოდოლოგიას. ბ-ნი რამუში ჩართული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროექტში: ლათინური ამერიკა, აფრიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა. მის მიერ გამოქვეყნებულია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, საკონფერენციო მოხსენება და სხვა. |
|||
ტომ ლინდსი სტრატეგიის შემუშავებისა და იმპლემენტაციის ჯგუფის მთავარი მენეჯერი, ინიციატივა „100 მედეგი ქალაქი“ ტომ ლინდსი არის “100 მედეგი ქალაქის” ლონდონის ფილიალის მთავარი მენეჯერი. მას აქვს მდიდარი გამოცდილება არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის კუთხით. ინიციატივაში, „100 მედეგი ქალაქი“, ჩართვამდე მუშაობდა ინჟინერიის საკონსულტაციო ფირმაში კონსულტანტის პოზიციაზე „BuroHappold“ ქალაქის რისკების და მედეგობის შეფასების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, მისი მონაწილეობით შემუშავდა ქალაქ ბეირუთის გენერალური გეგმა. ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლის და გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო კვლევით საბჭოსთან თანამშრომლობით, დასავლეთ აფრიკაში, სანიტარული ტექნოლოგიების საპილოტე კვლევისთვის ტომ ლინდსმა, სხვა სპეციალისტებთან ერთად, მოიპოვა ბილ&მელინდა ფონდის გრანტი. ის არის დამოუკიდებელი კვლევითი და საკონსულტაციო ჯგუფის Urban Emergencies-ის თანადამფუძნებელი. ბ-ნი ტომი ფლობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფილოსოფიაში. |
|||
მეჰრნაზ გოჯეჰი ქალაქთა ქსელის C40 სპეციალური პროექტების ხელმძღვანელი მეჰრნაზ გოჯეჰი არის ქსელი C40-ის სპეციალური პროექტების ხელმძღვანელი. იგი აქტიურად არის ჩართული კლიმატის ინკლუზიური სამოქმედო გეგმის პროგრამის შემუშავებაში. ურბანული მდგრადობის მიმართულებით რეგიონული სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ქ-ნი მეჰრნაზი თანამშრომლობს სხვადასხვა ქალაქის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის: ბეირუთი, ბელგრადი, თეირანი და თბილისი. ქ-ნი მეჰრნაზის პროფესიული ინტერესის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ქალაქებს შორის არსებული კავშირების ანალიზი, კლიმატური ცვლილებები, ჯანდაცვისა და თანასწორობის საკითხები. მისი ბოლო კვლევა ეძღვნება ქალაქების ქსელის როლს სამეცნიერო დიპლომატიის განვითარების ხელშეწყობასა და მთავრობების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხებში. ქ-ნი მეჰრნაზი, განათლებით არქიტექტორი, ასევე ფლობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ურბანისტიკის და ეკოლოგიური დიზაინის მიმართულებით. მას ლექტორის რანგში ხშირად იწვევენ ინგლისის ცნობილი უნივერსიტეტები, მათ შორის: კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონის გლობალური უნივერსიტეტი, ლონდონის იმპერიალ კოლეჯი.
|
|||
სტეფან ფასმორი მედეგობის ექსპერტი ბატონი ფასმორი ინიციატივის „100 მედეგი ქალაქი“ გუნდს 2014 წელს შეუერთდა. ის ხელმძღვანელობს მედეგობის განვითარების პროექტებს: ინტეგრირებული, ღია რესურსების პლატფორმა თანამშრომლობისთვის, დაბალი ნახშირბადი, ქალაქის დაგეგმარება, ინვესტიცია და განვითარება. მას მრავალმხრივი გამოცდილება აქვს პროექტების ხელმძღვანელობის მიმართულებით: კომპლექსური დაგეგმარების სისტემები და პროექტების ინოვაციური ფინანსირება; მდგრადი ურბანული განვითარება; ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევების რისკების შემცირება. ბ-ნ სტივენს მდიდარი პროფესიული გამოცდილება აქვს ქალაქების მდგრადი განვითარების და ენერგოსისტემების სფეროში. ის არის ბარტლეტის უნივერსიტეტის მაგისტრი, მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით.
|
|||
მანოჯ შარმა მდგრადი განვითარების და კლიმატური ცვლილებების დეპარტამენტის ურბანული სექტორის ჯგუფის უფროსი მანილაში, ფილიპინები, აზიის განვითარების ბანკი აზიის განვითარების ბანკთან და ინდოეთის მთავრობასთან ბ-ნ შარმას 25 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ბ-ნი მანოჯი, აზიის რამოდენიმე ქვეყანაში ხელმძღვანელობს მულტი-სექტორულ გუნდს, რომელიც ახორციელებს ინოვაციური პროექტების შემუშავებას და იმპლემენტაციას ურბანული ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური დერეფნების განვითარების მიმართულებით. ასევე, მოლაპარაკებები მთავრობების მაღალი რგოლის წარმომადგენლებთან ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ინდუსტრიული განვითარება; ადგილობრივი ურბანული მმართველი ორგანოების შესაძლებლობების პოტენციალის ზრდა; ინფრასტრუქტურის ფინანსირება; საჯარო და კერძო სექტორებს შორის პროექტების განხორციელება, ბ-ნი მანოჯის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ასევე, აზიის განვითარების ბანკის ურბანული სტრატეგიის, წყლის და ინდუსტრიული სექტორების განვითარების პროექტები, აზიის ქვეყნებში, მისი მხარდაჭერით ხორციელდება. ბ-ნი მანოჯის სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით, განათლება მიღებული აქვს ინდოეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ის გახლავთ ინდოეთის მენეჯმენტის სკოლის ასპირანტი. აზიის განვითარების ბანკში მოღვაწეობამდე, იგი მუშაობდა ინდოეთის მთავრობის ადმინისტრაციაში. |
ადგილობრივი სპიკერები
|
ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკის და მართვის სისტემების მიმართულებით, ხოლო 2008 წელს მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი, ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (იაპონია). მას აქვს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მართვის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. ასევე, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი. მას გავლილი აქვს ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და შვეიცარიის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული არაერთი სასწავლო კურსი და ტრენინგი. |
|
|
მაჩიე ჩურა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა ევროპის საინვესტიციო ბანკს 2011 წელს შეუერთდა, სადაც იგი მუშაობდა დაკრედიტების, მონიტორინგის და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტში. 2014-2018 წლებში ის პასუხისმგებელი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ოპერაციებზე აღმოსავლეთ ევროპაში (სომხეთი, საქართველო), ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში (ისრაელი, პალესტინა). 2018 წლის ოქტომბრიდან ის არის ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. 2011 წლამდე მუშაობდა საკონსულტაციო კომპანია PwC - ში (ფრაისუოთერჰაუსკუპერსი). ბ-ნ მაჩიე ჩურა ფლობს ვარშავის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებებში. ის ასევე სწავლობდა კონსტანცის უნივერსიტეტში (გერმანია). |
|
მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონ მიხეილ სარჯველაძეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. 1999-2000 წლებში იგი იყო იურისტი სპს „კორძაძე და სვანიძე - ადვოკატებში", ხოლო 2000-2003 წლებში ადვოკატი. 2003-2010 წლებში გახლდათ სპს „საადვოკატო ბიურო სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი და პარტნიორი. ამის შემდეგ, 2010-2012 წლებში ბატონი მიხეილი იყო სპს „საადვოკატო და საკონსულტაციო გაერთიანების - მიხეილ სარჯველაძე და არჩილ მშვენიერაძე” ადვოკატი და პარტნიორი. მას ასევე აქვს გამოცდილება აღსრულების ეროვნულ ბიუროში თავჯდომარის პოზიციაზე მუშაობის 2012-2013 წლებში. ბატონი მიხეილი იუსტიციის სამინისტროს 2013 წელს შეუერთდა. იგი თავდაპირველად იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2018 წლიდან ის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეა. ბატონ მიხეილს ასევე აქვს რამდენიმეწლიანი აკადემიური გამოცდილება. 2007-2008, ასევე 2013 წელს იგი იყო კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორი. 1998 წლიდან დღემდე არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. 2002 წლიდან დღემდე ის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და გამგეობის წევრია. ასევე, 2004 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ბატონმა მიხეილმა 1996-2000 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი. |
||
დავით საგანელიძე
ბ-ნმა დავითმა დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქირურგის სპეციალობით. სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის ონკოლოგიურ სამედიცინო ცენტრსა და სანკტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. მინიჭებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ეკონომიკის, შემდეგ კი, იურისტის სპეციალობით. იგი არის ათენის, ლონდონისა და ბრაიტონის ბიზნეს სკოლების კურსდამთავრებული; აგრეთვე, 2 წიგნისა და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მდიდარი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის, საფინანსო, ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებებით. თავისი კარიერული მოღვაწეობის პერიოდში იყო „თიბისი ბანკის" დირექტორთა და „საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, ქართულ-ინგლისური სააქციო საზოგადოება GHF-ის პრეზიდენტი. მისი მოღვაწეობა ქართულ პოლიტიკაში 20 წელზე მეტს ითვლის. 1999 წლიდან, იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან და საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფებს. 2012 წლიდან კი მე-8 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად. 2013 წელს „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამჟამად არის PABSEC-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი „აბრეშუმის გზის“ პროექტებში. ამ დროისთვის საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს. დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა. დავით საგანელიძე დღემდე არის საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. |
||
ირაკლი ლექვინაძე ირაკლი ლექვინაძე 2018 წლის იანვარიდან არის საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. მისი პროფესიული კარიერა 2000 წლიდან „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" იწყება, სადაც 2006 წლამდე იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას. წლების მანძილზე იგი ეწეოდა ბიზნეს საკონსულტაციო და სასწავლო საქმიანობას. ირაკლი ლექვინაძე იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ეკონომიკური სალექციო კურსების ინსტრუქტორი, ფინანსთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი. ის არის ინგლისურენოვან გაზეთ “Caucasian Business Week”-ის, ბიზნეს პორტალ ,,ჯორჯიან ბიზნეს ინსაიდის’’ და შპს ,,გაყიდვების მართვის კომპანიის’’ დამფუძნებელი. 2006-2011 წწ. იკავებდა შპს "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის’’ და შპს ,,საქართველოს მედიის გაერთიანების’’ კომერციული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას. 2015 წლიდან მას ეკავა თბილისის მერის მოადგილის პოზიცია, სადაც ქალაქის სატრანსპორტო და ეკონომიკურ მიმართულებებს ხელმძღვანელობდა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის მისი როლი აღსანიშნავია, როგორც EBRD-ის BAS-ის პროექტში, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების პროგრამის (SBS) კონსულტანტი და ქართული, რეგიონალური მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერ პროექტ „აირჩიე ქართულის“ ერთ-ერთი ინიციატორი. |
სოსო ფხაკაძე სოსო ფხაკაძე 2009 წლიდან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაარსების დღიდან, იკავებდა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას. 2019 წლიდან არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი. სოსო ფხაკაძე ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მას ასევე დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული “ბიზნესის უმაღლესი სკოლა”. სოსო ფხაკაძე ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.
|
|||
გრიგოლ კაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციას გააჩნია კერძო სექტორში, მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს, იყო ,,ბანკი რესპუბლიკა ჯგუფ სოსიეტე ჟენერალისა“ და ,,თიბისი ბანკის“ ტოპ მენეჯმენტის წევრი, სადაც მონაწილეობდა ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრაში. ბატონ გრიგოლს გააჩნია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება. ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ (EBRD), იკავებდა მთავარი ბანკირის თანამდებობას. ბატონმა გრიგოლმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე იურიდიული ფაკულტეტი (მეორადი ფაკულტეტი). სწავლობდა გერმანიაში, „შპარკასეს“ საბანკო სასწავლებელში, კორპორატიულ საბანკო საქმეს. |
|||
კახა ქარჩხაძე 2006 წლიდან კახა ქარჩხაძე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის სათავეში ედგა ინოვაციებისა და კომერციალიზაციის დეპარტამენტს, ეკავა ამ სამსახურის უფროსის თანამდებობა. დეპარტამენტის მიზანი იყო ახალი ტექნოლოგიების კვლევა და მათი კომერციალიზაცია, პროექტების მართვა და მონიტორინგი, მედიაცია მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის. ილიას უნივერსიტეტის სახელით კახა ქარჩხაძემ წარმატებით განახორციელა რამოდენიმე მსხვილი გარემოსდაცვითი პროექტი თბილისში, მათ შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვა საქართველოში“ და „ბიოსაწვავის განვითარება საქართველოში“. ამ პროექტის საფუძველზე, 2018 წელს თბილისში გაიხსნა ახალი საწარმო, პირველი ბიოდიზელის ქარხანა საქართველოში - „შპს ბიოდიზელი ჯორჯია“. 2007 წელს კახა ქარჩხაძემ მიიღო ფულბრაიტის ჯილდო და შემდგომი ორი წელი მუშაობდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კორნელის უნივერსიტეტში, მისი საკვლევი სფეროები იყო: აგრობიზნესის განვითარება, განახლებადი ენერგიები, ტექნოლოგიების ტრანსფერი და კომერციალიზაცია. 2014-17 წლებში კახა ქარჩხაძე მუშაობდა საქართველოს მთავრობის მრჩეველის თნამდებობაზე დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის დაგეგმვის დარგში, კახა ქარჩხაძე ასრულებდა სამეცნიერო მრჩევლის და კონსულტანტის ფუნქციებს, ამუშავებდა საქართველოს ინდუსტრიის სხვადასხვა სეგმენტის ენერგოეფექტური და დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიებს. |
|||
|
ალექსანდრე ტოგონიძე ალექსანდრე ტოგონიძეს აქვს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცილება, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში. კერძო სექტორში მუშაობისას იგი იკავებდა პროექტების მართვის მენეჯერის თანამდებობას კომპანიაში „ბურჯი“, ასევე ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციას ასოციაციაში „ატუ“ (არაკომერციული ორგანიზაცია - ქართუ ჯგუფი). 2016-2018 წლებში იყო პროექტების მართვის კონსულტანტი კომპანიაში „ელიტა ბურჯი“. ასევე კომპანიის „მ2 უძრავი ქონება“ შვილობილ კომპანიში - „BK Construction” იკავებდა პროექტების მენეჯერის პოზიციას.2018 წლიდან ბატონი ტოგონიძე მუშაობდა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ თბილისის მერიაში, ასევე ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილედ. ამჟამად იკავებს ურბანული სამსახურის უფროსის თანამდებობას. 2005 წელს მან დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. |
||
ანა არდელინი ქ. თბილისის მერის მრჩეველი მედეგობის საკითხებში ანა არდელინმა დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი); მან ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტში. მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. 2014 წლიდან თბილისის მერიაში იგი სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა,მათ შორის, ვიცე მერის აპარატის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსად. 2016 წელს, როკფელერის ფონდის ინიციატივაში „100 მედეგი ქალაქის“ ქსელში თბილისის გაწევრიანების შემდეგ, ქ-ნი ანა დაინიშნა მერის მრჩევლად მედეგობის საკითხებში. მან „100 მედეგი ქალაქის“ ქსელის და კომპანია „BuroHappold Engineering“-ის ექსპერტთა გუნდთან ერთობლივი მუშაობით შეიმუშავა თბილისის მედეგობის სტრატეგია, რომელიც საზოგადოებას 2019 წელს წარედგინება. |