ძირითადი მაჩვენებლები
2015 წელს, თბილისში არსებული საერთაშორისო საშუალო კლასის ბრენდების საშუალო დღიური განაკვეთი (ADR) 2%-ით გაიზარდა. ადგილობრივი მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროების შემთხვევაში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4%-ით მოიმატა. საერთაშორისო მაღალი კლასის ბრენდებში მცირეოდენი კლება დაფიქსირდა (4%). ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ბათუმში მოხდა, სადაც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში საშუალო დღიური განაკვეთი 27%-ით დაეცა 2014 წელთან შედარებით. უარყოფითი ცვლილება ძირითადად ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობამ გამოიწვია.
თბილისში, საერთაშორისო მაღალი კლასის ბრენდ სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 68%-ის ტოლია, ხოლო იგივე მაჩვენებელი ბათუმში 45%-ს შეადგენს. 2014 წელთან შედარებით, დადებითი ცვლილება განიცადა ადგილობრივმა მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროებმა თბილისში (65%) და ზაფხულის კურორტებზე (25%-30%).
ყველაზე მაღალი RevPAR (შემოსავალი ყოველ შესაძლებელ ოთახზე) - 121 აშშ დოლარი საერთაშორისო მაღალი კლასის ბრენდებს თბილისში აქვთ, ხოლო იგივე მაჩვენებელი ბათუმში 46 აშშ დოლარია. ადგილობრივ მაღალი და საშუალო კატეგორიის სასტუმროებში ყველაზე მაღალი RevPAR არის თბილისში (59 აშშ დოლარი), ყაზბეგში (57 აშშ დოლარი), ყვარელში (46 აშშ დოლარი) და ბათუმში (36 აშშ დოლარი).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს.