ქარ
Eng

ქალაქის პროფილი

სასაწყობე უძრავი ქონების ბაზრის კვლევა

შეჯამება

საქართველოში სასაწყობე ფართის სრული მოცულობა შეადგენს 1.8 მილიონ მ2-ს, აქედან 1.2 მილიონი მ2 მფლობელთა მიერ დაკავებული ფართია, დანარჩენი  -გაქირავებადი. გაქირავებადი სასაწყობე ფართის ყველაზე დიდი წილი - 53% - თბილისში მდებარეობს, 13% ქუთაისზე მოდის, 22%  და 12% კი - ბათუმზე და ფოთზე, შესაბამისად.

გაქირავებადი ფართის სრული მოცულობის 88% მშრალი საწყობებია, ხოლო  12% - მაცივრები.  მაცივრების ჯამური ტევადობა 213,000 ტონას შედაგენს.

635,000 მ2 გაქირავებადი სასაწყობე ფართის 61%-ს B კლასის საწყობები შეადგენს. C კლასის სასაწყობე ფართის წილი შედარებით ნაკლებია და გაქირავებადი ფართის 37%-ს უტოლდება. რაც შეეხება, A კლასის საწყობებს, მისი წილი გაქირავებადი სასაწყობე ფართის მხოლოდ 2%-ია.

გაქირავებადი სასაწყობე ფართის ყველაზე დიდ ნაწილს საკვები და სასმელი პროდუქტები იკავებს (41%), მას მოჰყვება სამშენებლო მასალები (17%). აღსანიშნავია, რომ ავტონაწილებს უკავია სასაწყობე ფართის 13%. 

თბილისის სასაწყობე ბაზარი, საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით, უფრო მეტადაა განვითარებული. კომპანია „გებრიუდერ ვაისი” („Gebrüder Weiss”) არის   A კლასის გაქირავებადი სასაწყობე ფართების ერთადერთი მიმწოდებელი საქართველოში, რომლის საწყობის სრული მოცულობა 10,000 მ2-ს შეადგენს. აღნიშნული კომპანია განვითარების პროგრამის მე-2 ფაზაში დამატებით 37,000 მ2-ის მოცულობის სასაწყობე ფართის შექმნას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის სასაწყობე ფართის მოცულობა ბათუმთან შედარებით მცირეა, ფოთში სასაწყობე უძრავი ქონება უფრო განვითარებულია. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) და გაფორმების ეკონომიკური ზონა სასაწყობე ბაზრის განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა, რაც რამდენიმე მაჩვენებელზე აისახება. მაგალითად, საშუალო ვაკანტურობის კოეფიციენტი ფოთში 19%-ს შეადგენს, მაშინ როცა ბათუმში იგივე მაჩვენებელი 30%-ს უტოლდება.

2015 წლის დეკემბერში, A კლასის სასაწყობე ფართის ვაკანტურობის მაჩვენებელი შეადგენდა 0%-ს, მაშინ, როცა ანალოგიური მაჩვენებელი B კლასის საწყობებში 32%-ს გაუტოლდა. C  კლასის სასაწყობე ფართის ვაკანტურობის კოეფიციენტმა 30% შეადგინა.  ვაკანტურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (44%) დაფიქსირდა ქუთაისში, ხოლო ყველაზე დაბალი (19%) - ფოთში.

საქართველოში იჯარის საშუალო ღირებულება 1 მ² B კლასის მშრალი ტიპის სასაწყობე ფართზე მერყეობს 2.0-დან 4.1-მდე აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო C კლასის მშრალი ტიპის სასაწყობე ფართზე 1.3-დან 2.0-მდე აშშ დოლარის ფარგლებში.

საქართველოში იჯარის საშუალო ღირებულება  მაცივრებში 1 ტონა  პროდუქტისათვის, ჩვეულებრივ, მერყეობს 12-დან 17 აშშ დოლარამდე დღგ-ს გარეშე,  სასაწყობე ფართის ხარისხისა და მდებარეობის გათვალისწინებით. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიყევით ლინკს

04 მაისი 2017