ქარ
Eng

მთავარი პროექტები

100 მედეგი ქალაქი

,,100 მედეგი ქალაქი’’ წარმოადგენს როკფელერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 100 ქალაქს აერთიანებს. რამდენიმე ეტაპიანი გადარჩევის პროცესის და შეფასების შემდეგ, აღნიშნულ ქსელს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი 2016 წლის გაზაფხულზე შეუერთდა. პროექტი ითვალისწინებს ქალაქის ,,მედეგობის სტრატეგიის’’ (Resilience Strategy) შექმნას, რომელის შემუშავებაც მოხდება თბილისითვის ყველაზე აქტუალური შოკების და სტრესების იდენტიფიცირების შემდეგ. 

პროექტის ფარგლებში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი მიიღებს გრანტს 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება ოთხი ძირითადი მიმართულების დაფინანსებას, ესენია: ინოვაციური Chief Resilience Officer-ის (CRO) პოზიციის ნომინირება ქალაქის ადმინისტრაციაში და მისი დაფინანსება 2 წლის განმავლობაში; სტრატეგიის შემუშავების და დანერგვის პროცესში პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურება (80-მდე საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზაცია, რომლებიც წევრ ქალაქებს მიაწვდიან სხვადასხვა სახის 121 მომსახურებას ქალაქისთვის აქტუალურ საკითხებსა და იმ სფეროებზე, სადაც გამოცდილება და ცონდა შეზღუდულია/არ არის ხელმისაწვდომი. აღნიშნული მომსახურება ფონდს წევრი ქალაქებისთვის შეფასებული აქვს 200 მილიონ აშშ დოლარად); მედეგი ქალაქების ქსელის წევრობა და სხვა ქალაქების გამოცდილების, კვლევების, სტანდარტების და სტრატეგიების გამოყენება. ასევე Chief Resilience Officer-ის მიერ ექსპერტების მომსახურების გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 2 წელის განმავლობაში სრულად დაფინანსდება როკფელერის ფონდის მიერ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხედვით ქალაქის მედეგობის სტრატეგიაზე მუშაობა და Chief Resilience Officer-ის პოზიციის შენარჩუნება ქალაქის ადმინისტრაციაში გაგრძელდება პროექტის ვადის ამოწურვის შემდეგაც. 

05 მაისი 2017