განყოფილების ფუნქციებია:
- თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
- თბილისის ეკონომიკური პოტენციალის და მიმზიდველობის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება;
- თბილისის ეკონომიკური პოტენციალის ანალიზი;
- თბილისის ურბანულ-ეკონომიკური პროფილის შექმნის პოლიტიკისთვის წინადადებების მომზადება;
- ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და პერიოდული განახლებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
- თბილისის ურბანულ-ეკონომიკური განვითარების წარმატებული პრაქტიკის გაცნობა და ანალიზი;
- სამსახურის ფუნქციების ფარგლებში პრიორიტეტული დარგების იდენტიფიცირება;
- ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
- ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის მომზადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისათვის;
- საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობა.