ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-4 საერთაშორისო ფორუმის მოკლე მიმოხილვა
7-8 აპრილს, რიგით მე-4 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც საკვანძო როლს თამაშობენ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესში: ქალაქის განვითარების ხელშეწყობა-წარმატების მთავარი ფაქტორები; ძლიერი მთავრობა-გაუმჯობესებული ქალაქი; აგლომერაციის განვითარება, ქალაქის განვითარების პროცესში გარემოს გაჯანსაღების პროექტების ჩართვა.
8-10 აპრილს, პირველად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქცია - „წარმოებულია საქართველოში“. გამოფენა გაიმართება „ექსპო-ჯორჯიაში“ მე-11 პავილიონში. დაახლოებით, თბილისში დაფუძნებული 100-მდე კომპანია საკუთარ პეოდუქციას წარმოადგენს, ასევე გაიმართება პროდუქციის პრეზენტაციები, სემინარები. წარმატებული კომპანიები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდებიან.
დღის წესრიგი