ქარ
Eng

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი

A+
A-

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმის მოკლე მიმოხილვა

ურბანიზაციის დაჩქარებული ტემპები მოქალაქეებს ახალი საფრთხეების წინაშე აყენებს. საბაზრო ტენდენციებით ნაკარნახევი ურბანული განვითარება ხშირად იწვევს საცხოვრებელი გარემოს გაუარესებას: გადატვირთული ქუჩები, რეკრეაციული ზონების დეფიციტი, საფეხმავლო სივრცეების სიმწირე და გარემოს დაბინძურება ის პრობლემებია რომლებიც საერთოა თანამედროვე სწრაფად მზარდი ქალაქებისთვის. არსებული მდგომარეობა იწვევს კონფლიქტს ადგილობრივ ხელისუფლებას, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. შედეგად, კიდევ უფრო უარესდება საცხოვრებელი პირობები, იფლანგება დრო და რესურსები უკეთესი მომავლის შესაქმნელად. აქედან გამომდინარე, სამივე მხარის გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო, რომელიც ქალაქის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს, ადგილობრივი ხელისუფლებების უმნიშვნელოვანეს გამოწვევად გვევლინება.

ეფექტური მმართველობა არის გარანტი მხარეთა ჩართულობის და ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველსაყოფად. მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ხელს უწყობს ურბანული განვითარების ისეთი მიზნობრივი პროექტების განსაზღვრას, რომლებიც ემსახურება სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ახალი სამუშო ადგილებისა და შემოსავლის წყაროების შექმნას. არსებითი მნიშვნელობა ეთმობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს ურბანული განვითარების პროექტების განსახორციელებლად (სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მყარი ნარჩენების მართვა, საბინაო სექტორის განახლება, რეკრეაციული ზონები და სხვა). ადგილობრივი ხელისუფლებების ფინანსური დამოუკიდებლობა არის დინამიური განვითარებისა და მნიშვნელოვანი ურბანული პროექტების განხორციელების გარანტი.

წარმატებული ცვლილებებისა და დაუჯერებელი ტრანსფორმაციის ბევრი მაგალითი საუკეთესო სტიმულია ქალაქებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან უკეთესი და „მწვანე“ მომავლისკენ. შეზღუდვები, იქნება ეს გამოცდილების ნაკლებობა, რესურსების სიმწირე თუ საზოგადოების სეგრეგაცია, ვერ შეაჩერებს დინამიურ განვითარებას როდესაც ლიდერთა მიზანდასახულობა, მტკიცე ნება და სწორი მმართველობა ერთიანდება სასიკეთო ცვლილებების მოსახდენად.

დღის წესრიგი

 

პრეზენტაციები:

Integrated Urban Development – a “New” Planning Approach

Integrated urban development as an important steering instrument for sustainable urban development – Experiences from Leipzig

Understanding Urban Governance Key stakeholders and their constructive partnership toward successful urban governance

Role of Big Cities in Urban Development

Innovative financial instruments Introducing innovative financial instruments to finance urban development projects

The Role of Municipal Entities for Successful Implementation of Urban Infrastructure Projects – Views from an Development Bank Perspective

The role of the Municipal Utility Batumi Tskali (Batumi Water) for the Urban Development Process

Strategic Planning and development of Prague